Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
Civil.ge
24 November 2017, 15:05


ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, ბრიუსელი, 23 ნოემბერი, 2017. ფოტო: ევროპის სახალხო პარტია

„ჩვენ ვაღიარებთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს  და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია გაცხადებული“, - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღეს.

ევროპის სახალხო პარტიის მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა ევროკავშირიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ლიდერებმა, 23 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა გამართეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. 

დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის გამდიდრებაა საჭირო „დიფერენციაციის, მკაცრი პირობითობის, ერთობლივი მფლობელობის, ერთობლივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის, მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის პრინციპების შესაბამისად“.

„მივესალმებით მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმების შემოღებას და ეფექტურ განხორციელებას, და მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემდგომ განხორციელებას ხალხთა შორის კონტაქტების გაუმჯობესების მიზნით“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

პარტია ასევე პირობას დებს, რომ განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსის“ მოდელის ფარგლებში, რის შედეგადაც, როგორც ევროპის სახალხო პარტია მიიჩნევს, ისინი საბოლოო ჯამში  შეუერთდებიან საბაჟო კავშირს, ენერგეტიკულ კავშირსა და ერთიან ციფრულ ბაზარს.     

დეკლარაციის თანახმად, ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, და ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას სრული სუვერენიტეტის აღდგენას, შესაბამისად, ყირიმში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  და დნესტრისპირეთში. 

დეკლარაცია სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას და მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის სტატუსით.

პარტია ასევე აცხადებს, რომ ბევრ მიღწევას მოლდოვასა და საქართველოში ხარვეზებიც ახლდა თან. „ხარვეზებმა შიდა რეფორმებში, სისტემურმა კორუფციამ და სუსტმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ნაკლებად მედეგი გახადა ჰიბრიდული გამოწვევებისა და რუსული პროპაგანდის მიმართ“.

ევროპის სახალხო პარტია ევროპის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 77 წევრ პარტიას, ასევე პარტნიორებს 41 ქვეყნიდან, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს, ევროკავშირის შვიდი წევრი სახელმწიფოს და შვიდი არაწევრი სახელმწიფოს მეთაურებს და მთავრობის ხელმძღვანელებს; ევროკომისიის 13 წევრს და ის უმსხვილესი ჯგუფია ევროპარლამენტში.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიას, დამკვირვებლის სტატუსით, 2008 წელს შეუერთდა, ხოლო ევროპული საქართველო - 2017 წლის სექტემბერში. 

ამავე თემაზე

ევროპის სახალხო პარტია საკონსტიტუციო რეფორმის გეგმებზე ‘შეშფოთებას’ გამოთქვამს
ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი